Monday, March 8, 2010

ლიფტის პრეზენტაცია ანუ სჭირდება თუ არა ჩემს სადარბაზოს ახალი ლიფტი?

მაშ ასე ვაკეთებ ჩემი ბლოგის პრეზენტაციას და თავადაც არ ვიცი რა უნდა მოვიფიქრო იმისთვის რომ მოვიზიდო ინტენეტ სამყაროში გზააბეული კრავები. ჩემი ბლოგი გლდანივითაა. თუ მისი მაცხოვრებელი არ ხარ იქ ათასში ერთხელ მიდიხარ ან საერთოდ არ მიდიხარ. არ იფიქროთ რომ პერიფერიულად მდებარე რაიონებს ვაყენებდე შეურცხყოფას უბრალოდ გლდანი შედარებისთვის გამოვიყენე.
საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის 14-ე მუხლში წერია რომ ყველა ადამიან თანაბარია და მემგონი მეც მაქვს უფლება მქონდეს საკუთარი ბლოგი.
მე მქვია დიანა. ვარ 15 წლის და მომიტევეთ ხოლმე შეცოდებანი ჩემი ქართული ბლოგ სამყარის წინაშე . ჩემი საქმიანობა იმით შემოიფარგლება, რომ ვმუშაობ სკოლაში მოსწავლედ.
ჩემს ბლოგზე სისულელეების წერას არ ვაპირებ უბრალოდ რასაც მინდა იმას დავწერ.:D ჩემი პირველი პოსტი ამ ბლოგზე სწორედ ერთგვარი პრეზენტაციაა და მაშ ასე მოკლე სლოგანი ანუ "მოკლე":
" diana-dixi.blogspot.com არის ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი ქართველებისთვის ანუ ნებისმეიერი თქვენთაგანისთვის"
მე კი ვეცდები დღეში მინიმუმ 1 პოსტი მაინც დავდო ხოლმე.

No comments:

Post a Comment